top of page

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - შვილების შესახებ

და ქალმა, რომელსაც ჩვილი ჰყავდა ატატებული, თქვა: "გვითხარი შვილების შესახებ".


და თქვა მან:


"შვილი არ არის თქვენი საკუთრება. თქვენი შვილები არიან ძენი და ასულნი თვით სიცოცხლისა, რომელსაც სწყურია სიცოცხლე. ისინი მოდიან თქვენით, მაგრამ არა თქვენგან. და, თუმცა ისინი თქვენთან არიან, არ გეკუთვნიან თქვენ.


შეგიძლიათ მისცეთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ თქვენი აზრები არა. რამეთუ მათ თავიანთი საკუთარი აზრები აქვთ. შეგიძლიათ სავანედ გაუხდეთ მათ სხეულს, მაგრამ არა მათ სულს. რამეთუ მათი სულები მკვიდრობენ ხვალინდელი დღის სავანეში, რომელსაც თქვენ ოცნებებშიც კი ვერ ეწვევით. შეგიძლიათ ეცადოთ მათ დაემსგავსოთ, მაგრამ ნუ შეეცდებით დაიმსგავსოთ ისინი. რამეთუ სიცოცხლე უკან არ იხევს და არც გუშინდელ დღეზე ყოვნდება.


თქვენ ხართ მშვილდი, რომლისგანაც თქვენი შვილები ცოცხალი ისრებივით გაიჭრებიან წინ. მშვილდოსანი, უფალი ღმერთი, შორს, უსასრულობის ბილიკზე, ხედავ სამიზნეს და იგი მოგზიდავთ მძლავრად, რათა ისრები გაიტყორცნონ სწრაფად და გაფრინდნენ შორს. დაე, სიხარული მოჰყვეს მშვილდოსნის მიერ თქვენს მოზიდვას. რამეთუ მას უყვარს გაფრენილი ისარიც და უყვარს შეუძვრელი მშვილდიც".



538 views0 comments

Comments


bottom of page